Thursday, May 6, 2010

მომხმარებლის კომპიუტერის სახელი შერაპოინტის სიებში

მოგესალმებით, ვისაც შეარპოინტთან აქვს შეხება, ალბად ბევრს სდომებია რომ რომელიმე სიაში (List, Custom List, Document Library, ...) ქონოდა სვეტი, სადაც გამოჩნდებოდა მომხმარებლის კომპიუტერის დასახელება სიის ელემენტის შექმნისას.

მაგალითად რომ ავიღოთ პრობლემების სია, სადაც მომხმარებლები არეგისტრირებენ თავიანთ პრობლემებს, ჩემი აზრით კიდევ უფრო გამარტივდებოდა საქმე, თუ გეცოდინებოდათ იმ მომხმარებლის კომპიუტერის IP Address / Computer Name, ვისაც კომპზე რაიმე პრობლემა აქვს/ან რამის დაყენება/წაშლა უნდა, ზედმეტი ტელეფონზე რეკვები რომ თავიდან აიცილოთ :) გთავაზობთ ჩემს დაწერილ კომპონენტს, რომლის დაინსტალების შემდეგ, შეარპოინტზე გამოგიჩნდებათ ახალი სვეტების შექმნაში ერთი დამატებით სვები - User Computer. ამ სვეტით შეძლებთ გამოაჩინოთ იმ მომხმარებლის კომპის სახელი/აიპი, ვისი კომპიდანაც მოხდა პრობლემის რეგისტრაცია.

ფაილის გადმოწერა

კომპონენტი აუცილებლად უნდა დაინსტალდეს იმ სერვერზე/კომპიუტერზე, სადაც არის შეარპოინტი საინტალებული.

Monday, April 26, 2010

Sharepoint 2010 On Windows 7

  პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისე მომეწონა Sharepoint 2010. გუშინ დავაყენე სახლის კომპზე და გავვოცდი :), ნამდვილად ტყვილად არ უმუშავიათ Microsoft_ის დეველოპერებს ამ 3 წლის განმავლობაში.
  პირველ რიგში რაც ყურადღებას იქცევს არის 2010_ის დიზაინი, რადიკალურად შეცვლილი დიზაინი და ფუნქციონალობა. დამატებულია ახალი ტექნოლოგიები - Silverlight და LINQ_ი. სრულ ჰარმონიაში არის Visual Studio 2010_თან. მოკლედ მაგარი რამეა, ყველას გირჩევთ დააყენოთ,დატესტოთ და ნახოთ საკუთარი თვალით.

-------------------------------------------------------------------------------
ეხლა რაც შეეხება Sharepoint 2010_ის ინსტალაციას.
საჭირო რესურსები არის:
სტანდარტულად უპრობლემოდ ინსტალდება Windows Server 2008 SP2 x64 (ან Windows erver 2008 R2 x64), მაგრამ როდესაც 7_ზე გვინდა დაყენება აუცილებლად დაგვჭირდება:
◦ MS SQL Server 2008
◦ Visual Studio 2010 Ultimate
◦ Microsoft Sync Framework
◦ SQL Server Native Client
◦ Windows Identity Foundation (Windows6.1-KB974405-x64.msu)
◦ Chart Controls (ეს არ არის აუცილებელი თუ უნდა დააინსტალოთ Sharepoint Foundation 2010)
◦ SQL Server Analysis Services - ADOMD.Net (ეს არ არის აუცილებელი თუ უნდა დააინსტალოთ Sharepoint Foundation 2010)
(ამ რესურსებიდან უმეტესობა მაშინაც საჭირო არის როდესაც სერვერზე ვაყენებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ 7_ზე დაინსტალება გვაქვს მხედველობაში ;))
კომპონენტების დაინსტალების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი სკრიპტი Command Prompt_იდან.
"start /w pkgmgr /iu:IIS-WebServerRole;IIS-WebServer;IIS-CommonHttpFeatures;
IIS-StaticContent;IIS-DefaultDocument;IIS-DirectoryBrowsing;IIS-HttpErrors;
IIS-ApplicationDevelopment;IIS-ASPNET;IIS-NetFxExtensibility;
IIS-ISAPIExtensions;IIS-ISAPIFilter;IIS-HealthAndDiagnostics;
IIS-HttpLogging;IIS-LoggingLibraries;IIS-RequestMonitor;IIS-HttpTracing;IIS-CustomLogging;IIS-ManagementScriptingTools;
IIS-Security;IIS-BasicAuthentication;IIS-WindowsAuthentication;IIS-DigestAuthentication;
IIS-RequestFiltering;IIS-Performance;IIS-HttpCompressionStatic;IIS-HttpCompressionDynamic;
IIS-WebServerManagementTools;IIS-ManagementConsole;IIS-IIS6ManagementCompatibility;
IIS-Metabase;IIS-WMICompatibility;WAS-WindowsActivationService;WAS-ProcessModel;
WAS-NetFxEnvironment;WAS-ConfigurationAPI;WCF-HTTP-Activation;
WCF-NonHTTP-Activation"
(სკრიპტი შეიცავს ხაზების დამყოფ სიმბოლოებს, უნდა დავწეროთ ერთ ხაზზე სკრიპტი და ისე გავუშვათ).

სკრიპტის გაშვების შემდეგ, უნდა დავარესტარტოთ ჩვენი კომპი.
შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაინსტალოთ Sharepoint 2010. (ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არის ბეტა ვერსია)

საინსტალაციო პაკეტს რომ ჩამოტვირთავთ, შემდეგ უნდა დააექსტრაქტოთ რომელიმე საქაღალდეში შემდეგი ბრძანებით:
თუ Sharepoint_ის საინსტალო პაკეტს ქვია - MOSS2010.exe, უნდა აკრიფოთ Command Prompt_ში ბრძანება - MOSS2010.exe /extract:{მიუთითოთ საქაღალდე, სადაც დაექსტრაქტდება}.

დაექსტრაქტების შემდეგ, უნდა შევიდეთ შემდეგ დირექტორიაში: {დაექსტრაქტებული საქაღალდე}\Files\Setup
და გავხსნათ config.xml_ი.
შიგთავსი უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:


ჩვენ უნდა ჩავამატოთ თვისების ერთი ხასი:
<Setting Id="AllowWindowsClientInstall" Value="True"/>

(მე ჩავამატე SETUP_REBOOT_ის დაბლა, სხვა ადგილას რომ ჩაამატოს ვფიქრობ არც მაშინ არ ექნება პრობლემა).

და შევინახოთ CONFIG.XML ფაილი.
ამის შემდეგ უკვე შეგვიზლია Setup.exe გავუშვათ მთავარი დირექტორიიდან.

დაინსტალების შემდეგ უნდა გავუშვათ კონფიგურაციის უტილიტა, რომელიც Start მენიუში გამოჩნდება დაინსტალების შემდეგ.
კონფიგურაციის გაშვების შემდეგ თუ რომელი ბიჯმა შეცდომა გამოიტანა, უნდა წაიკითხოთ LOG ფაილი და ნახოთ რა შეცდომაა.

წარმატებებს გისურვებთ.

Thursday, April 8, 2010

შეარპოინტზე ვებ-ფართის წაშლა პროგრამირებით

რამოდენიმე დღის წინ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ შეარპოინტის გვერდზე დავამატე ვებ-ფართი - "Content Editor Web Part".
ალბად იცით რომ ამ ვებ-ფართით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება შეარპოინტზე.
მეც ვიდეოს დადება მინდოდა და კოდში მივუთითე არ არსებული ვიდეოს მისამართი და გამოშტერდა, გვერდი აღარ იტვირთებოდა ბოლომდე, ჩერდებოდა ვიდეოს ჩატვირთვაზე, ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი გამოსავალი არის პროგრამირებით ამ ვებ-ფართის ამოშლა ვებ-გვერდიდან.
კოდი ქვემოთ იხილეთ:

using System;
using System.Collections.Generic;
using System.Text;
using Microsoft.SharePoint;
using Microsoft.SharePoint.WebPartPages;

namespace WebPartDeleter
{
  class Program
  {
    static void Main(string[] args)
    {
          string mossURL = "http://wss/sites/sample/devlearning/";
          /// Declare new SPSite object and set URL
          SPSite wss = new SPSite(mossURL);
          /// Declare new SPWeb object
          SPWeb web = wss.OpenWeb();
          /// Declare new SPWebPartCollection and set WebParts
          /// Also we can use SPLimitedWebPartCollection to do this...
          SPWebPartCollection webParts = null;
          webParts =
                     web.GetWebPartCollection(mossURL,
                     Microsoft.SharePoint.WebPartPages.Storage.Shared);
          /// and if we want to delete any web part, for example
          /// WebPart, we must delete it by its StorageKey -- GUID
          webParts.Delete(webParts[Web Part Index].StorageKey);
          /// Display notification when finish job
          Console.WriteLine("Press Enter to Exit...");
          /// Wait for any key to exit
          Console.ReadKey();
     }
  }
}

შეარპოინტზე ფლეშ-ვიდეოს დადება

ერთ-ერთი მარტივი გზა შეარპოინტზე ვიდეოს დადების, არის ფლეშ-ვიდეოს განთავსება.
მაგალითად youtube.com_იდან ნებისმიერი ვიდეოს embed_ს ავიღებთ და შეარპოინტზე, "Content Editor Web Part"_ის Source Editor_ში ჩავსვავთ.


შევეცდები ScreenShot_ების დახმარებით გაჩვენოთ
პირველი ეტაპი არის ვებ-გვერდის რედაქტირება და ზემო ხსენებული ვებ-ფართის დამატება.





Add a Web Part_ზე ვაწკაპებთ და გამოსულ მენიუში ვირჩევთ ვებ-ფართს.





დამატებულ ვებ-ფართზე შევდივართ "open the tool panel"_ში.


და მარჯვნივ გამოჩნდება რედაქტირების მენიუ
შევდივართ Source Editor_ში და ვწერთ ფლეშ-ვიდეოს embed კოდს.

შემდეგ ვინახავთ და გამოვდივართ რედაქტირების რეჟიმიდან.


პ.ს. ეს არის ყველაზე მარტივი გზა - შეარპოინტზე ვიდეოს დადების, შემდეგში ცოტა გავართულებ და გასწავლით როგორ ავტვირთოთ შეარპოინტე ვიდეო ფაილი და როგორ ვუყუროთ ატვირთულ ვიდეოს შეარპოინტზე.
ცოტა დრო რომ მომინთავისუფლდება მაშინ დავწერ ამ ზემო ხსენებულ პოსტს.