Thursday, May 6, 2010

მომხმარებლის კომპიუტერის სახელი შერაპოინტის სიებში

მოგესალმებით, ვისაც შეარპოინტთან აქვს შეხება, ალბად ბევრს სდომებია რომ რომელიმე სიაში (List, Custom List, Document Library, ...) ქონოდა სვეტი, სადაც გამოჩნდებოდა მომხმარებლის კომპიუტერის დასახელება სიის ელემენტის შექმნისას.

მაგალითად რომ ავიღოთ პრობლემების სია, სადაც მომხმარებლები არეგისტრირებენ თავიანთ პრობლემებს, ჩემი აზრით კიდევ უფრო გამარტივდებოდა საქმე, თუ გეცოდინებოდათ იმ მომხმარებლის კომპიუტერის IP Address / Computer Name, ვისაც კომპზე რაიმე პრობლემა აქვს/ან რამის დაყენება/წაშლა უნდა, ზედმეტი ტელეფონზე რეკვები რომ თავიდან აიცილოთ :) გთავაზობთ ჩემს დაწერილ კომპონენტს, რომლის დაინსტალების შემდეგ, შეარპოინტზე გამოგიჩნდებათ ახალი სვეტების შექმნაში ერთი დამატებით სვები - User Computer. ამ სვეტით შეძლებთ გამოაჩინოთ იმ მომხმარებლის კომპის სახელი/აიპი, ვისი კომპიდანაც მოხდა პრობლემის რეგისტრაცია.

ფაილის გადმოწერა

კომპონენტი აუცილებლად უნდა დაინსტალდეს იმ სერვერზე/კომპიუტერზე, სადაც არის შეარპოინტი საინტალებული.