რადგან მხოლოდ IOS და Android პროგრამირების განყოფილებები არსებობს ცალკე და Windows Phone _ის პროგრამირება არ არის, თავს უფლება მივეცი და პროგრამირების განყოფილებაში ვქმნი ახალ თემას.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი, მარტივი გამოცდილება WP8-სთან შეხების.
ასევე გეტყვით რომ მქონდა შეხება IOS_ის პროგრამირებასთან, Android-თანაც და დადგა დრო გავეცნოთ WP8-ის პროგრამირებასაც, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა რადგან Open Source არ არის, შესაბამისად ნურავის ნუ ექნება იმის ამბიცია რომ ყველაფერს იზავთ მსგავსად ანდროიდის ან IOS_ის.
ფაილური სისტემა შეზღუდულია, ამიტომ თქვენს დაწერილ აპლიკაციას მხოლოდ და მხოლოდ წვდომა აქვს აპლიკაციის ასე ვთქვათ იზოლირებულ მყარი მეხსიერების არეალზე (Isolated Storage) და ოპერაციული სისტემის დაშეარებულ საქაღალდეებზე მხოლოდ, როგორიცაა სიმღერების/ვიდეოების/ფოტოების ბიბლიოთეკა.
Step 1:
უპირველესი გვჭირდება Windows 8 რომ შევძლოთ Visual Studio 2012-ზე Windows Phone 8 SDK_ის დაინსტალება.
WPexpress_full (Windows Phone Express Full Instalation Agent)

პ.ს. ჩემი მობილი არის ლუმია 920, ნორმალური აპარატია, სიმძლავრეც საკმარისად აქვს რომ OS ამუშაოს უპრობლემოდ. როგორც მაიკროსოფტი ამბობს WP8-ს აქვს Windows NT kernel-ი, იგივე რაც Windows 8-ის ბირთვი, თუმცა მცირე მოდიფიკაცია არის გაკეთებული.
Step 1 Restart:
SDK_ის ინსტალაცია მოითხოვს რომ ბიოსში გაააქტიუროთ ვირტუალიზაცია, რაც სჭირდება SDK_ს ემულატორების ამუშავებისთვის, თუმცა ემულატორებთან არ მიწევს მუშაობა, რადგან პირდაპირ ჩემს მობილზე ვაკეთებ დეპლოის და ვუშვებ პირდაპირ აპარატზე.
Step 2:
მობილზე რომ ვიზუალ სტუდიოდან პირდაპირ გაუშვათ აპლიკაცია, ამისთვის დაგვჭირდება მობილურის დარეგისტრირება დეველოპმენტისთვის, რისთვისაც საჭიროა SDK_ას უტილიტის ჩართვა (Windows Phone Developer Registration "C:\Program Files (x86)\Microsoft SDKs\Windows Phone\v8.0\Tools\Phone Registration\PhoneReg.###"). მობილი მიაერთეთ კომპზე USB კაბელით და უტილიტაში დააჭირეთ ღილაკ Register-ს. Lock Screen თუ არის მობილზე, Unlock გააკეთეთ და ისე სცადეთ, რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ მობილზე Deploy-ს გაკეთებას და Debug-ს.
Step 3: აპლიკაციის შექმნა და გაშვება მობილზე
ჩავრთათ ვიზუალ სტუდიო და შევქმნათ ახალი პროექტი, Visual C#-ის შაბლონებში მოვძებნოთ Windows Phone განყოფილება და ავირჩიოთ Windows Phone App

დააჭირეთ არჩევას და შეიქმნება Solution სახელად PhoneApp1. შაბლონში მოცემულია რამოდენიმე კონტროლი და ასევე ვიზუალურად ასახულია ეს ყველაფერი.
შეგახსენებთ რომ Windows Phone 8 პროგრამირებაში გამოიყენება ასევე XNA Framework და Presentation Framework.
UI_ს შექმნა თქვენთვის მომინდვია, გნებავთ Toolbox-იდან დაყარეთ კონტროლები, ანდა XAML-ში ხელით, მე მაგალითად XAML-ში უფრო კომფორტულად ვმუშაობ ვიდრე ვიზუალზე პირდაპირ კონტროლების დაყრა.
დავამატოთ ღილაკი Grid ბლოკში:
ზომა შეცვლილია: 80% ორიგინალიდან [ 1917 x 1135 ] - დააჭირეთ სრული ზომის სანახავად

დაბილდეთ პროექტი და სცადეთ გაშვება

* * *
შევქმნათ ახალი პროექტი, სიმღერების ბიბლიოთეკის წასაკითხად.
შაბლონებიდან ვირჩევთ Windows Phone Databound App, ვარქმევთ სახელს სურვილისამებრ და ვქმნით პროექტს.

სტილს ცოტა ხელი შევავლოთ და TextBlock-ების ფერები და ზომები როგორც მოგვეწონება ისეთ სტილზე დავიყვანოთ და მივხედოთ კოდის ნაწილს.
ზომა შეცვლილია: 94% ორიგინალიდან [ 1632 x 791 ] - დააჭირეთ სრული ზომის სანახავად
* * *
გავხსნათ MainViewModel.cs და მოვძებნოთ მეთოდი LoadData()
შეგახსენებთ რომ ჩვეულებრივ MVVM Pattern-ს ვიყენებთ
ჩვენს შემთხვევაში შაბლონი უკვე იყენებს ამ პატერნს და LongListSelector კონტროლი უკვე მიბმული არის Items property-ზე, შესაბამისად ჩვენ მონაცემებს როგორც კი ჩავყრით Items-ში, UI გადაიხატება.
მეთოდის ტანი წავშალოთ და დავწეროთ კოდის ფრაგმენტი:
using (MediaLibrary library = new MediaLibrary())
{
foreach (var songInfo in library.Songs)
{
this.Items.Add(new ItemViewModel() { ID = (this.Items.Count + 1).ToString(), LineOne = songInfo.Name, LineTwo = songInfo.Artist.Name, LineThree = songInfo.Genre.Name });
}
}
this.IsDataLoaded = true;
ასე გამოიყურება:

დაბილდეთ და გაუშვით პროექტი
შეგიძლიათ იხილოთ სოლუშენი, დაზიპული ეთაჩმენტის სახით.
ასევე დამატებითი Codeplex-ის ბიბლიოთეკები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ NuGet-იდან

წარმატებებს გისურვებთ
http://www.windowsphone.com/en-us/store/app/geounicode/ab767b4e-4dd2-4b62-8024-f94b99763292