Tuesday, November 3, 2009

ჩვენი გემოვნებით შექმნილი ჯენერიკ-ტიპი

არაერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც დამჭირდა ისეთი სიის გამოყენება, სადაც მივუთითებდი ტიპს და გამოვიყენებდი ჩემი სურვილისამებრ.
ასეთებია მაგალითად: List, Dictionary, ... და კიდევ ბევრი
ნახვა შეგიძლიათ System.Collections.Generic_ში.
ზოგჯერ მქონდა ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ სიაში ჩემს მიერ დამატებული ობიექტი(მნიშვნელობა) მეორდებოდა, რის საშუალებასაც Dictionary არ იძლევა, არა და დამერწმუნეთ ზოგჯერ დაჭირდება კაცს რომ სიაში დაამატოს 2 ტიპი როგორც Dictionary_ის აქვს - key და value. მაგრამ როდესაც განმეორებადი არ არის, მაგ შემთხვევაში გამომადგა ახალი ტიპის შექმნა და შემდეგ ამ ჩემი შექმნილი ტიპის გამოყენება List_ში.

აქ არის მაგალითიც:
/// შევქმნი ახალ ტიპს - Documents
/// სადაც შემიძლია დოკუმენტის სახელი ჩავწერო TKey_ში და თვითონ დოკუმენტი
/// კიდევ TValue_ში.
public class Documents
{
/// ავღწერე თვისებები გასაღებისთის
/// და მნიშვნელობისთვის
public TKey DocName { get; set; }
public TValue DocBytes { get; set; }
/// კონსტრუქტორი
public Documents() { }
/// მეორე კონსტრუქტორი, სადაც გადავეცი პარამეტრები
/// TKey და TValue, შემდეგ ამ პარამეტრებს ვანიჭებ ჩემს ზემოთ
/// აღწერილ გლობალურ თვისებებს
public Documents(TKey docName, TValue docBytes)
{
this.DocName = docName;
this.DocBytes = docBytes;
}
}

ამის შემდეგ უკვე მაქვს ჩემი შექმნილი ტიპი, რაც შემიძლია შევიტანო List_ში
და გამოვიყენო სურვილისამებრ :)
აბა თქვენ იცით

2 comments:

  1. საინტერესო თემებზე, წერდი .. მარა ისეთი ფონია "არ წამიკითხოთო" დაგერქმია ბლოგისთვის ".NET DEVELOPMENT " ის მაგივრად...

    ReplyDelete
  2. :) იმედია უკეთესი ფონია
    მადლობა შენიშვნისთვის

    ReplyDelete