Thursday, May 6, 2010

მომხმარებლის კომპიუტერის სახელი შერაპოინტის სიებში

მოგესალმებით, ვისაც შეარპოინტთან აქვს შეხება, ალბად ბევრს სდომებია რომ რომელიმე სიაში (List, Custom List, Document Library, ...) ქონოდა სვეტი, სადაც გამოჩნდებოდა მომხმარებლის კომპიუტერის დასახელება სიის ელემენტის შექმნისას.

მაგალითად რომ ავიღოთ პრობლემების სია, სადაც მომხმარებლები არეგისტრირებენ თავიანთ პრობლემებს, ჩემი აზრით კიდევ უფრო გამარტივდებოდა საქმე, თუ გეცოდინებოდათ იმ მომხმარებლის კომპიუტერის IP Address / Computer Name, ვისაც კომპზე რაიმე პრობლემა აქვს/ან რამის დაყენება/წაშლა უნდა, ზედმეტი ტელეფონზე რეკვები რომ თავიდან აიცილოთ :) გთავაზობთ ჩემს დაწერილ კომპონენტს, რომლის დაინსტალების შემდეგ, შეარპოინტზე გამოგიჩნდებათ ახალი სვეტების შექმნაში ერთი დამატებით სვები - User Computer. ამ სვეტით შეძლებთ გამოაჩინოთ იმ მომხმარებლის კომპის სახელი/აიპი, ვისი კომპიდანაც მოხდა პრობლემის რეგისტრაცია.

ფაილის გადმოწერა

კომპონენტი აუცილებლად უნდა დაინსტალდეს იმ სერვერზე/კომპიუტერზე, სადაც არის შეარპოინტი საინტალებული.

6 comments:

  1. უყურე შენ.. და დომენური სისტემა არ გაქვთ სადაც ავტომატურად ფიქსირდება აითემის შემქმნელი? და თუ ჩემი კომპი დაზიანებულია შევდივარ მეზობლის კომპიდან შეარპოინტზე ჩემი უსერით და ვაცნობებ პრობლემას ტექდახმარებას...

    ReplyDelete
  2. :) დომენური სისტემაც გვაქვს და ფიქსირდება აითემის ავტორიც, მაგრამ კომპიუტერი არა. იმ შემთხვევაში როდესაც მომხმარებელს ქსელის პრობლემა აქვს და :) მეზობლისგან დაარეგისტრირებს პრობლემას, რა თქმა უნდა მაგ შემთხვევაში არ გამოდგება ეს კომპონენტი, უფრო სწორად მცდარ ინფორმაციას აიღებს, მაგრამ ხშირი არის შემთხვევა როდესაც თავისივე კომპიდან არეგისტრირებენ პრობლემებს, ამ შემთხვევაში აიტიშნიკებს დაეხმარებათ ...
    (სიმართლე გითხრა ჩვენთან ჯერ არ იყენებენ ამ კომპონენტს, ამასწინათ ძმაკაცმა მთხოვა მსგავსი რამე დამიწერეო და იმისთვის დავწერე :))

    ReplyDelete
  3. ჩემთან უკვე 2 წელია რაც ტექნიკური დახმარება აღრიცხავს რეპორტებს ბეჭდავს და უფროსობას აბარებს ამ სისტემით შესრულებულ სამუშაოს :) მაინც კარგია.. გადმოვწერე რა იცი რა ხდება მერე იქნებ გაბოროტდე და ფასი დაადო :)))

    ReplyDelete
  4. :D :D ჰო, რა იცი რა ხდება, რა ცხოვრება მოვიდეს და როგორ დავაფასო მერე .... :DD

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete